ფეხბურთი

13:46 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკერინი “კიევოს” ფეხბურთელია

იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ემანუელე ჯაკერინი კარიერას “კიევოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ვერონულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. 32 წლის ფეხბურთელი “მფრინავი ვირების” ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.

ჯაკერინი ბოლოს “ნაპოლის” რიგებში ირიცხებოდა, თუმცა “აძურის” ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერაფრით მოიკიდა.

თავის დროზე კი “ჩეზენას”, “იუვენტუსის”, “სანდერლენდისა” და “ბოლონიას” ღირსებასაც იცავდა. 2012-2016 წლებში ჯაკერინიმ იტალიის ნაკრებში 29-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

0.110893