ფეხბურთი

11:23 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

აიუ "სუონსში" დაბრუნდა

ლონდონის “ვესტ ჰემის” თავდამსხმელი ანდრე აიუ ამიერიდან “სუონსი სიტის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

“სუონსიმ” განელი შემტევის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გაიღო. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ უელსურ გუნდს ერთ ფეხბურთელში ამ რაოდენობის თანხა გადაეხადა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აიუ “სუონსიში” 2015-2016 წლების სეზონში უკვე თამაშობდა (34 მატჩი, 12 გოლი) და მერე გადავიდა “ვესტ ჰემში”.

28 წლის აფრიკელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ჩაქუჩების” ღირსება პრემიერლიგაში 18-ჯერ დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ “სუონსიში” ანდრეს უმცროსი ძმა, ჯორდანიც თამაშობს.

აქვე გეტყვით, რომ უელსელებმა "ლესტერიდან" ნახევარმცველი ენდი კინგი სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს.

0.115223