ფეხბურთი

14:55 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი MLS-ში ბრუნდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი, რომელმაც ამერიკაში კლუბის შექმნის სურვილი რამდენიმე წლის წინ გამოთქვა, გეგმის განხორციელებას აქტიურად შეუდგა.

ინგლისელმა ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) ხელმძღვანელობისგან ტურნირში ჩართვაზე თანხმობა მიიღო და კლუბის (Futbol Miami) პრეზენტაციაც მოაწყო.

ბექჰემმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ტოპ-კლასის ბევრი ფეხბურთელი მზადაა მის კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი და დარწმუნებულია, ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ეყოლება. მისივე თქმით, დიდ ყურადღებას დაუთმობს საფეხბურთო აკადემიის განვითარებას.

“მაიამიში MLS-ის კლუბის შექმნის ჩვენი მისია შესრულებულია. ეს ჩემთვის ბედნიერი და ამაღელვებელი დღეა” - განაცხადა დევიდმა, რომელმაც კლუბისთვის სტადიონის ასაშენებლად ტერიტორია გასულ წელს შეიძინა.

მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ბექჰემის გუნდი MLS-ში 2020 წლიდან ჩაერთვება, როცა ლიგის გაფართოება იგეგმება.

დევიდ ბექჰემი “მანჩესტერ იუნაიტედში” და მადრიდის “რეალში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ამერიკაში 2007 წელს გადაბარგდა, სადაც 2012 წლამდე “ლოს ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111257