ფეხბურთი

21:52 | 29.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია შვეიცარიულ კლუბში გადავიდა

23 წლის ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია შვეიცარიის “ლუცერნში” გადავიდა. ეს გუნდი შვეიცარიის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. ფეხბურთელთან 2020 წლამდე გაფორმდა კონტრაქტი.

გვილია ორჯერ გახდა ბელარუსის ჩემპიონი ბორისოვოს ბატე-ს შემადგენლობაში, თუმცა ისიც სათქმელ;ია, რომ წლეულს თამაში იშვიათად უწევდა.

“ლუცერნი” ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1989 წელს) და ორჯერ მოიგო თასი (1960, 1992).

ბოლო ორი სეზონია, “ლუცერნი” ევროტურნირებზე გადის. ევროპის ლიგაზე შარშანწინ იტალიის “სასუოლოსთან” გავარდა, შარშან კი – ხორვატიის “ოსიეკთან”.

0.122828