სხვა

22:58 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუბრიკა "სტუმარი" - დათო ტურაშვილი

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის სტუმარი მწერალი დათო ტურაშვილი იყო.

მწერალი, რომლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "ჯინსების თაობა" უკვე 15 ენაზეა თარგმნილი. და "ჯინსების თაობა" დღესაც საინტერესო, აქტუალური, სხარტია.
დათოს უკანასკნელი წინგი "სხვა ამსტერდამი" თარიღდება 2016 წლით. დღეს, დათო ტურაშვილი ერთ-ერთი წარმატებული მწერალია.
ბავშვებთან შეხვედრა საინტერესო იყო. სტუმრისთვის და პატარებისთვის, რომლებმაც უამრავი კითხვა დასვეს და ბავშვებმა დათოსგან საინტერესო რჩევები მიიღეს. გაიგეს, რომ დათოს საყვარელი კალათბურთელი არის მაიკლ ჯორდანი. საყვარელი საფეხბურთო კლუბი - ბილბაოს "ატლეტიკი". მართლაც, საინტერესო იყო.
დათო ტურაშვილი: "სასიამოვნოა, რომ ზაზა ფაჩულიამ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული, გამორჩეული, საყვარელი სპორტსმენია, ასეთ კარგ საქმეს აკეთებს. ბავშვებთან შეხვედრა სასიამოვნოა. მინდა, რომ ეს პატარები ღირსეული ქართველები გამოვიდნენ."
და აკადემია მადლობას უხდის დათო ტურაშვილს, რომელიც პატარების ახალი მეგობარი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162792