ფეხბურთი

19:36 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: საქართველო-ბელგია 3:1

მინსკში, 17-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 3:1 სძლია ბელგიას.

დებიუტშივე, ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი პასი გაუკეთა გიორგი გულიაშვილს, რომელიც მეკარემ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ზურაბ დავითაშვილმა ზუსტად შეასრულა. 12 წუთში კი გულიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

ქართველები უკეთ თამაშობდნენ და მეტოქეზე მეტი საგოლე შანსიც ჰქონდათ. კვარაცხელიამ პირისპირ გასვლისას ხარიხას მოარტყა ბურთი, დავითაშვილმა კი მეკარეს ვერ აჯობა.

ბოლოს გოლები გაიცვალა. ჯერ ბელგიელებმა შეამცირეს სხვაობა. ზურაბ ბაქრაძემ წააქცია მეტოქის შემტევი და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბელგიამ გამოიყენა– 2:1.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი კავარაცხელიამ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ზუსტად დაარტყა. მშვენიერი გოლი იყო – 3:1.

28 იანვარს საქართველო სლოვაკეთს შეხვდება. ეს მეოთხე ადგილზე გასასვლელად.

საქართველო-ბელგია 3:1

გოლები: დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124537