ჭიდაობა

11:10 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი - ინდოეთის პრო-ლიგის გამარჯვებულები (+VIDEO)

26 იანვარს, დელიში დასრულდა ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის “Pro Wrestling League”-ის მესამე სეზონი, რომლის გამარჯვებული ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის "პანჯაპ როიალსი" გახდა, ფინალში პანჯაპელებმა ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩგაშვილის "არიანა ჰამერსი" 6:3 დაამარცხეს.

პირად შეხვედრებში სამივე ქართველმა ფალავანმა იმარჯვა, პრო-ლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ჩვეულ სტილში 16:0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლიდ შვიდიდან შვიდი გამარჯვები დააგვირგვინა.

ზურაბ იაკობიშვილმა რომელიც "პანჯაპელებმა" მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში რუსების დაღესტნელი ფალავანის ილაის ბეკბულატოვის ნაცვლად დაიმატეს 4:0 მოუგო ინდოელ კარან მორს.

ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნავეერ კუმარს 4:0 მოუგო და ჩემპიონატი წაუგებლად ექვსიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა, შეგახსნებთ რომ შარშან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი პრო-ლიგის გამარჯვებული სწორედ "პანჯაპის" შემადგენლობაში გახდა.

ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი მონაწილეობს. შეჯიბრებამ სტარტი 9 იანვარს აიღო და 26-ში დასრულდა.

ლეგიონერებს შორის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავეებათ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ.

wrestling.ge

0.120197