ფეხბურთი

10:41 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ მარტისთვის ევროპა დაგეგმა

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მარტში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

არგენტინელები 23 მარტს მანჩესტერს ეწვევიან და “ეტიჰად სტედიუმზე” იტალიის ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს, ხოლო 27 მარტს მადრიდში ესპანეთის ნაკრებს გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა, რის გამოც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა დაითხოვეს და მისი შემცვლელი ჯერ არ უპოვიათ.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, სამპაოლის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად ხორვატიის, ისლანდიისა და ნიგერიის ნაკრებები ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114417