კალათბურთი

11:14 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ფარღალავას მისია

საქართველოში კალათბურთი უნდა განვითარდეს. ბავშვებისთვის. კალათბურთისთვის. მომავლისთვის. კალათბურთი კალათბურთით უნდა განვითარდეს.

ლაშა ფარღალავამ ეს იცის. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბოლო პერიოდში კალათბურთის განვითარებას სწავლობს და იზრდება. ლაშამ საკალთბურთო ინტელექტი ამერიკაში, ფლორიდის AIR ACADEMY-ში გაშალა, იყო ჰავაის უნივერსიტეტში, მიიღო საკოლეჯო ერუდიციაც. ლაშა ძალიან კარგი, ახალი ტალღის საკალათბურთიო მენეჯერ-ინსტრუქტორია.

და დღეს ლაშა ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში მუშაობს. ჯერ, ივნისამდე.

რატომ ზაზასთან?

ლაშა ფარღალავა: „ის ფაქტი, რომ აქ, საქართველოში არ მიმუშავია, ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო. და ზაზას აკადემიაში საქართველოში, კალათბურთში მუშაობის, პროგრესის საუკეთესო პირობებია. არა მხოლოდ საქართველოში, ეს აკადემია პოტენციალით ისედაც გამორჩეულია. მქონდა საუბარი ზაზას აკადემიის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად, ირაკლი შანიძესთან. აკადემიას ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი, მზად იყვნენ ურთიერთობისთვის. სიამოვნებით დავთანხმდი.“

ზაზას ფაქტორი?

ლ.ფ: „რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წარმოიდგინეთ, ზაზა NBA-ს ჩემპიონი რომ გახდა, რამდენიმე დღეში დამირეკა. აინტერესებდა, რას ვფიქრობდი, როგორი ხედვა მქონდა. მთელი ზაფხული ზაზასთან კონტაქტზე ვიყავი. სულ ხაზზე იყო, ბევრ საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. ზაზა წინ მიდის, ძალიან პროგრესულად აზროვნებს, ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.“

ქართველი ბავშვები

ლ.ფ: „ქართველი ბავშვები იმდენად მონდომებულები არიან, რომ მათთან მუშაობა მსიამოვნებს. ბევრისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი არის კალათბურთი. წარმოიდგინე, რომ უყურებენ ზაზას, თორნიკეს, მანუჩარს, შერმადინს... ეს ხომ მათთვის ბევრს ნიშნავს. ისინი ყველაზე წარმატებულ ქართველ კააკლთბურთელებს ხედავენ და უნდათ, რომ ასეთივე წარმატებულები იყვნენ. საქართველოში უნდა მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთი. პატარას ყოველთვის ეტყობა პირველი მწვრთნელის, მწვრთნელების აღზდა, ხელი.“

აკადემია

ლ.ფ: „როდესაც ამ აკადემიაში შედიხარ, საქართველოში არ გგონია თავი. სამუშაოდ, იდეალური პირობებია. და ჩემთვის ეს დარბაზი ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ დავდიოდი, აქ გავიცანი კალათბურთი, აქ შემიყვარდა კალათბურთი. ჩემთან ერთად, ამ დარბაზში იზრდებოდნენ გიორგი ცინცაძე, მამუკა გორგოძე, ვიქტორ სანიკიძე. დამრჩა ლტოლვა, ბევრი მაგარი მოგონება. ეს მნიშნელოვანია.“

ზურაბ თალაკვაძე

0.118002