ფეხბურთი

16:50 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ვინ სად და ვისთან

უეფას ერთა ლიგაზე 55 ნაკრები დაჯგუფდა. საქართველო ბოლო, დ ლიგაშია ლატვიასთან, ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად. ორ წრედ, ანუ ექვს ტურად გაიმართება ჯგუფის მატჩები. მიზანი ნათელია: ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მთლიანად, დ ლიგის მოგება.

ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გავლენ და ეს ოთხი გუნდი ნახევარფინალში დაწყვილდება, მერე იქნება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ეს გადამწყვეტი მატჩები კონკრეტულად ერთ ქვეყანაში გაიმართება. სად, ჯერ უცნობია. გამოვლინდება დ ლიგის ჩემპიონი, რომელიც გავა ევრო-2020-ის ფინალურ ეტაპზე.

ზოგადად, ერთა ლიგა ცვლის ამხანაგურ თამშებს. ამხანაგურები აღარ იქნება, სამაგიეროდ, შევხედოთ ა ლიგის ჯგუფებს და რა მატჩები გველის: გერმანია-ჰოლანდია, გერმანია-საფრანგეთი, საფრანგეთი-ჰოლანდია, პორტუგალია-იტალია, ესპანეთი-ინგლისი, ესპანეთი-ხორვატია, ინგლისი-ხორვატია და ასე შემდეგ.

ერთა ლიგის გარდა, ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიც ჩატარდება, საიდანაც 20 ნაკრები გავა ფინალურ ეტაპზე. იქნება 10 ჯგუფი და ორ-ორი საუკეთესო გავა. ჩვეულებრივი შესარჩევი უკვე 2019 წელს გაიმართება.

უეფას ერთა ლიგის კალენდარი

პირველი ტური: 2018 წლის 6-8 სექტემბერი

მეორე ტური: 2018 წლის 9-11 სექტემბერი

მესამე ტური: 2018 წლის 11-13 ოქტომბერი

მეოთხე ტური: 2018 წლის 14-16 ოქტომბერი

მეხუთე ტური: 2018 წლის 15-17 ნოემბერი

მეექვსე ტური: 2018 წლის 18-20 ნოემბერი

ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში

ფინალური ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 5 ივნისიდან 9 ივნისამდე

ა ლიგა (12 გუნდი)

I ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია

II ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

III ჯგუფი: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

IV ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

ბ ლიგა (12 გუნდი)

I ჯგუფი: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

II ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

III ჯგუფი: ავსტრია, ბოსნია, ჩრდ. ირლანდია

IV ჯგუფი: უელსი, ირლანდია, დანია

ც ლიგა (15 გუნდი)

I ჯგუფი: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი

II ჯგუფი: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი

III ჯგუფი: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი

IV ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიტვა

დ ლიგა (16 გუნდი)

I ჯგუფი: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა

II ჯგუფი: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო

III ჯგუფი: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო

IV ჯგუფი: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108752