ფეხბურთი

14:40 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიარა პსჟ-ში ითამაშებს

ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი ლასანა დიარა საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

პარიზული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელმა ხელი წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა.

წარმოშობით მალელმა დიარამ ფეხბურთის თამაში საფრანგეთში, „ჰავრის“ შემადგენლობაში დაიწყო, 20 წლისამ კი ინგლისს მიაშურა და „ჩელსის“ გარდა „არსენალისა“ და „პორტსმუთის“ ღირსებას იცავდა. 2009-2012 წლებში ლასანა „რეალში“ თამაშობდა, მომდევნო ორი წელი კი რუსეთში - „ანჟისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა.

2015-2017 წლებში საყრდენი ნახევარმცველი „მარსელში“ გამოდიოდა, შარშან „ალ-ჯაზირას“ შეუერთდა, სადაც 5 თამაში ჩაატარა და ახლა პარიზულ კლუბში გადავიდა. დიარას საფრანგეთის ნაკრებში 33-ჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126594