ფეხბურთი

11:51 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიელი ლეგიონერი “სამტრედიაში”

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მყოფმა “სამტრედიამ” კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდში ჩაირიცხნენ ცენტრალური მცველი გივი ქარქუზაშვილი და ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვინსენტ ლუკას ვეილი.

31 წლის ქართველი მცველი 2014 წლიდან გორის “დილას” ღირსებას იცავდა, მანამდე უთამაშია “ცხინვალში”, “ბორჯომში” და მარტვილის “მერანში”.

რაც შეეხება 27 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ის “ალკმაარის” აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2008 წელს “ლივერპულში” გადაბარგდა, თუმცა ინგლისში გატარებული ორი წლის განმავლობაში 23-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ცოტა ხნით “ჰელმონდში” იყო განათხოვრებული, მერე კი ესპანურ “ეიბარში” ერთი წელი დაჰყო (15 მატჩი, 1 გოლი). 2012-2013 წლებში სამშობლოში “კამბურის” შემადგენლობაში ირიცხებოდა (8 მატჩი). მომდევნო ორი წელი ჰონგ კონგში გაატარა. 2015 წელს ესპანური “ფუენლაბრადას” მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მერე დანიურ “ფრედერიციას” შეუერთდა (18 მატჩი, 2 გოლი), ბოლოს კი მალაიზიის ჩემპიონატში PKNP-ს რიგებში გამოდიოდა (20 მატჩი, 2 გოლი). 5 თამაში აქვს ჩატარებული ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში, 1 - 20-წლამდელებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147081