ფეხბურთი

14:29 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

არიზაბალაგას საგა დასრულდა: “ბილბაოში” 2025 წლამდე

კეპა არიზაბალაგას სატრანსფერო საგას ბოლო მოეღო. ახალგაზრდა მეკარემ “ბილბაოსთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც ”სან მამესზე” 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ესპანურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ 23 წლის მეკარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალს” შეუერთდებოდა, თუმცა ჭორები ჭორებად დარჩა და კეპა კვლავ მშობლიური კლუბის კარს დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ არიზაბალაგას “ბილბაოს” ძირითად გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. მას შემდეგ “ლომების” ღირსება 38-ჯერ დაიცვა და 43 გოლი გაუშვა. ნიჭიერმა მეკარემ ესპანეთის ნაკრებში დებიუტიც მოასწრო და კოსტა-რიკასთან მოგებულ (5:0) ამხანაგურ მატჩში 90 წუთი ითამაშა.

0.113281