ფეხბურთი

20:30 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" სილვა დაითხოვა

"უოტფორდის" ხელმძღვანეობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო სილვა გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. პორტუგალიელის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 მოიგო და კლუბის მესვეურებმა წარუმატებელი სერია სილვას არ აპატიეს.

მარკომ "უოტფორდი" გასული წლის მაისში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 26 მატჩიდან 8 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 13 შეხვედრაში მარცხი განიცადეს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაწვრთნის "უოტფორდს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111972