ფეხბურთი

21:25 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ შესაძლოა "დეპორტივოსთან" ითამაშოს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და შესაძლოა "დეპორტივოსთან" გასამართ ლა ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe-მ გაავრცელა. "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი განაცხადა, რომ ქარიმს თამაში სურს, თუმცა არ დაუკონკრეტებია შეიყვანს თუ არა თავდამსხმელს განაცხადში.

ბენზემამ 23 დეკემბერს მუხლის ქვედა მყესები "ბარსელონასთან" წაგებულ (0:3) მატჩში დაიზიანა და მას შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის ორი შეხვედრა გამოტოვა. ასევე, ფრანგმა ესპანეთის თასის სამ დაპირისპირებაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112812