კალათბურთი

10:15 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"უნიკახამ" შერმადინის დახმარებით "რეალი" დაამარცხა

ევროლიგაში სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და გამარჯვების გემო გაიხსენა მალაგას “უნიკახამ”. თანაც, თვით მადრიდის “რეალი” დაამარცხა.

ანდალუზიელებმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე პირველი ტაიმი ჩაატარეს და იმდენად კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს, მესამე და მეოთხე პერიოდებში არცთუ კარგი გარჯის მიუხედავად, მიზანს მაინც უწიეს – 80:75.

“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა გიორგი შერმადინი, რომელმაც პარკეტზე 18:22 წუთი გაატარა. ხსენებუ დროში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა საკუთარ გუნდს.

გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა.

“უნიკახა” 19 ტურის თავზე 8 მოგებითა და 11 მარცხით მეათე ადგილზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 25 იანვარს, თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110751