ფეხბურთი

20:16 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

25 წლის სერხი რობერტომ კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა და ახალი ხელშეკრულების თანახმად ესპანელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რობერტო "ბარსელონას" აკადემიაში 14 წლის ასაკში "ნასტიკიდან" მოხვდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2010 წლის 10 ნოემბერს ესპანეთის თასზე ჰქონდა. მას შემდეგ სერხი მონაცვლეობით სარეზერვო და მთავარ გუნდში ირჯებოდა. 2013 წლის ზაფხულში კი მარჯვენა გარემარბი ოფიციალურად დააწინაურეს.

ყველა ტურნირზე რობერტომ "ბარსას" მაისური 177-ჯერ მოირგო, გაიტანა 7 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდთან ერთად სერხიმ ყველა უმაღლესი საკლუბო ტურნირი მოიგო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110706