ფეხბურთი

19:22 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე ადასტურებს

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალის” შემტევ ალექსის სანჩესს შორის მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ გავცრელებულ ინფორმაციას მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ადასტურებს.

“აზრი არ აქვს რაიმეს დაფარვას ან უარყოფას, მაგრამ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. ყველამ კარგად იცის, რომ სანჩესის დამატება გვსურს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამაზე ღიად ისაუბრა “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა. საერთოდ, ყოველთვის ვარჩევ თავი შორს დავიჭირო მოლაპარაკების პროცესისგან. ასეთ დროს, მშვიდად ველოდები სიახლეებს” - ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10926