ფეხბურთი

22:30 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გაგრა” ტყეშელაშვილმა დატოვა

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” გიორგი ტყეშელაშვილმა დატოვა. 32 წლის ცენტრალური მცველი მშობლიურ გუნდს ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ დაემშვიდობა.

ტყეშელაშვილი “გაგრას” ღირსებას 2004-2012 წლებში იცავდა და ევროსარბიელზეც ითამაშა გუნდთან ერთად. შემდეგ იყო ფოთის “კოლხეთსა” და ბათუმის “დინამოში”, ხოლო მცირე პაუზის მერე “გაგრაში” დაბრუნდა - 2016 წელს.

გასულ სეზონში გამოცდილმა მცველმა 12 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ამჟამად ტყეშელაშვილი თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114831