ფეხბურთი

19:18 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერარ პიკემ კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ახალ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევროა მითითებული.

პიკე "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. ჯერარმა ესპანური გრანდის მაისურით დღემდე 422 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მცველმა "ბლაუგრანასთან" ერთად 25 ტიტული მოიგო. 30 წლის პიკეს სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113498