ფეხბურთი

14:48 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის თასი: საქართველომ და ესპანეთმა იტალია თამაშგარეში დატოვეს

დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასზე ვარსკვლავებს შორისაც დაიწყო ტურნირი. როგორც იცით, ტურნირი ექვსგუნდიანია. ა ჯგუფში არიან საქართველო, ესპანეთი და იტალია, ხოლო ბ ჯგუფში – უეფა, უკრაინა და თურქეთი.

ჯგუფებიდან ორ-ორი გუნდი გავა. ა ჯგუფში ბოლოზე დარჩა იტალია, ხოლო საქართველო და ესპანეთი პირველი ადგილისთვის ითამაშებენ.

საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ 2:5 აგებდა იტალიელებთან, მაგრამ საბოლოოდ, 7:6 იმარჯვა. საუკეთესო იყო ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. გადამწყვეტი ბურთი ბოლო წუთზე გავიდა: იტალიელმა მასიმო პაგანინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

ესპანეთმა კი 3:2 აჯობა იტალიას.

ბოლოს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას შეგახსენებთ: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე; მამუკა მაჭავარიანი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით სირაძე, გივი კვარაცხელია.

0.129226