კალათბურთი

2:10 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეუდარებელი მანუჩარ მარკოიშვილი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “რეჯანა” “ბოლონიას” ესტუმრა და ათქულიანი ჩამორჩენით დაასრულა შეხვედრა – 75:85. შეიძლება ითქვას, ეს, ის შემთხვევა იყო, როდესაც გუნდის წინააღმდეგ ერთი კონკრეტული მოთამაშე საკმარისი არ გამოდგა.

სტუმართა რიგებში შეუდარებლად გაისარჯა მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პარკეტზე 36 წუთი იყო და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. მანუმ 25 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი შესძინა საკუთარ გუნდს – ნამდვილად დიდებული შედეგია.

მარკოიშვილმა 5-დან 1 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტი ჩვენებურს 32 ჰქონდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გარდა ამისა, შედეგიანობის მხრივაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. მაგალითისთვის, ქართველის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ბოლონიელმა მარკუს სლოგტერმა დააგროვა – 15.

მოკლედ, მანუჩარმა კი იფრინა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი აშკარად ვერ აუბეს და “რეჯანამ” მორიგი, უკვე მეათე მარცხი განიცადა. ეს კი, მხოლოდ მე-12 ადგილისთვისაა საკმარისი. რეჯიო ემილიელები მომდევნო ტურში 20 იანვარს, “აველინოს” საკუთარ დარბაზში დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064333