ფეხბურთი

15:17 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიული მანჯგალაძე აზერბაიჯანულ “ქიაფაზში” ითამაშებს

25 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე “სამტრედიადან” აზერბაიჯანულ “ქიაფაზში” გადავიდა. “ქიაფაზი” აზერბაიჯანში მერვე ადგილზეა.

მანჯგალაძე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ სამტრედიელთა გუნდში. კარგ დუეტს ქმნიდა მოედნის ცეტრში გიორგი დათუნაიშვილთან ერთად.

მანჯგალაძე უკრაინული ლუგანსკის “ზორიას” აღზრდილია. იქ დუბლებში უწევდა თამაში.

ამ ზამთარს მანჯგალაძის გუნდში მიყვანა სურდათ “ლოკომოტივს”, “ტორპედოსა” და “საბურთალოს”.

0.151746