ფეხბურთი

12:20 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

მადრიდის “რეალის” შემტევმა ქარიმ ბენზემამ ბარძაყის ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა დეკემბრის ბოლოს მიიღო და ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის თამაშს სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებდა, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი უფრო სწრაფად წარიმართა.

მიმდინარე სეზონში ქარიმ ბენზემამ ლა ლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130204