ფეხბურთი

16:44 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო: “ბარსელონა” ჩემი ოცნება და ჯადოსნური გუნდია”

“ჩემი ოცნებაა, ჯადოსნური გუნდი” – ეს ფელიპე კოუტინიოს პირველი სიტყვებია “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში. ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაწყებული სატრანსფერო საგა, ორი დღის წინ, როგორც იქნა დასრულდა და ბრაზილიელმა ესპანურ გრანდთან 5.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცალსახაა, რომ 25 წლის შემტევი ძალიან ბედნიერია და ეს შემდეგ ფრაზებშიც კარგად იგრძნობდა:

“ჯერ კიდევ რამდენიმე დღე მჭირდება, რომ თამაშისთვის მზად ვიყო. ერთი სული მაქვს, ბურთი ჩემს ფეხებთან როდის იქნება. ნამდვილად მინდა, რომ “ლივერპულმა” ტიტულები მოიგოს, მათ გამარჯვებებს აღვნიშნავ. არასდროს დავტოვებდი სხვა გუნდის გამო, მაგრამ “ბარსელონა” განსაკუთრებულია, ჩემი ოცნება, ჩემთვის ჯადოსნური გუნდია.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ვუყურებდი რონალდიოს მაგიურ ქმედებებს. ახლა გვყავს მესი და იგივეს აკეთებს. როცა “ესპანიოლში” ვთამაშობდი, “კამპ ნოუზე” მაგიის მომსწრე მეც გავხდი, როდესაც მესიმ 4 გოლი გაიტანა! თუმცა მის გარდა, აქ არიან ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა, პაულინიო...

“ლივერპულში” თამაშის დროს 100%-ით ვიხარჯებოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ხუთი წლის განმავლობაში, მიყვარს “ლივერპული”, მაგრამ ახალი თავგადასავლის დრო იყო. ბევრი მოგონება დამრჩა. მინდა ბევრ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო.

უნდა გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი. ყოველთვის მაქვს მიზანი და მესმის, რომ ჩემს უკან უზარმაზარი სატრანსფერო თანხაა, მაგრამ ამბიციური ვარ. მინდა საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვითამაშო”, - განაცხადა კოუტინიომ.

შეგახსენებთ, ფელიპე კოუტინიო “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” ორი დღის წინ 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. აქვე გეტყვით, რომ კოუტინიო ამჟამად ტრავმირებულია და თამაშს დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116513