კალათბურთი

1:15 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 6 ქულა და მარცხი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში “რეჯანა” საკუთარ მოედანზე “ბრინდიზისთან” დამარცხდა და ისევ აუტსაიდერთა შორის დარჩა.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო მეოთხედი, რომელიც სტუმრებმა 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს, არადა, იქამდე მასპინძლები დომინირებდნენ. საბოლოოდ 77:73 “ბრინდიზის” სასარგებლოდ.

“რეჯანას” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 31 წუთი ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა. ქართველმა კალათბურთელმა ხსენებულ დროში 6 ქულა, 3 მოხსნა და 4 ჩაჭრა გაახერხა.

მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3-დან 3 სამქულიანი გააცუდა. აი, საჯარიმო ხაზზე ჩვენებური არ დამდგარა.

“რეჯანას” 14 ტურში 5 მოგების წილ 9 წაგება აქვს და მე-12 ადგილზეა. რეჯიო ემილიელები მომდევნო ტურში 13 იანვარს, სტუმრად “ბოლონიას” ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057585