ფეხბურთი

19:55 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე კალეხონმა ლუის სუარესის შედეგი გააუმჯობესა

“ნაპოლის” შემტევი ხოსე კალეხონი იტალიის სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ესპანელ ფეხბურთელებს შორის. 30 წლის შემტევისთვის “ვერონას” კარში გატანილი გოლი კალჩოში 52-ე გამოდგა და ამ შედეგით მან ლეგენდარულ ლუის სუარესს გადაასწრო.

60-იანი წლებში სუარესმა “ინტერისა” და “სამპდორიას” რიგებში 51-ჯერ გამოიჩინა თავი სერია A-ში და აქამდე მისი შედეგი საუკეთესო გახლდათ.

კალეხონს, რომელიც “ნაპოლის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს, თანამემამულის რეკორდის დასამხობად 170 შეხვედრა დასჭირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065858