კალათბურთი

23:52 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შერმინატორი" - 100%-იანი შედეგი და MVP

ესპანეთის ლიგა ენდესას XV ტურის სასტარტო შეხვედრაში მალაგას “უნიკახამ” “მონბუსს” უმასპინძლა და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა – 96:76.

სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ გამარჯვება დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ პარკეტზე საუკეთესო ყოფილიყო.

გიორგიმ 21:07 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა. დიდებულად ითამაშა გიორგი შეტევაში – არცერთი სროლა არ გაუცუდებია: 6- 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, შეხვედრა 100%-იანი მაჩვენებლით დაასრულა.

ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა და ასეთი მაღალი შედეგი მხოლოდ კარლოს სუარესს ჰქონდა.

“უნიკახას” 15 ტურში 8 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და ლიგა ენდესაში მერვე ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 14 იანვარს, “ბარსელონას” ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141202