ფეხბურთი

2:55 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდის მოიგებს "ინტერი"?

ერთი თვის წინ მილანის “ინტერი” სერია A-ლიდერობდა და გულის სიღრმეში სკუდეტოზეც ფიქრობდა. ამას მოჰყვა სასიამოვნო ფრე ტურინში “იუვენტუსთან” და მერე?...

მერე, გავიდა ერთი თვე და “ინტერი” გამარჯვებას შენატრის. არადა, ახლოს იყო “ნერაძური” ნანატრ სამ ქულასთან ფლორენციაში, სადაც მაურო იკარდის მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლით დაწინაურდა. თუმცა, მსაჯის კომპენსირებულ დროში ჯოვანი სიმეონემ გაათანაბრა და მილანურ გრანდს უკვე 5 მოუგებელი შეხვედრა დაუგროვდა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, სკუდეტოზე ფიქრი დამდეგი სეზონისთვის გადაიდო. ყოველშემთხვევაში მეოცე ტურის მატჩებს “ნაპოლი” და “იუვენტუსი’ თუ მოიგებენ, კომფორტულ უპირატესობას შეიქმნიან.

სიმეონემ გაათანაბრა და სამართლიანობაც აღდგა. არ იმსახურებდა “ინტერნაციონალე” “არტემიო ფრანკიდან” გამარჯვებული აბარგებას. “ფიორენტინა” მთელი თამაში გაცილებით კრეატიული იყო და მეტოქის კართაც უფრო მეტი სახიფათო იერიშიც მიიტანა. სტეფანო პიოლიმ ახსენა კიდეც მატჩის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი შევქმენით და დღეს ორი ქულა დავკარგეთო. “იების” თამაშით აღფრთოვანდა ლეგენდარული ბობო ვიერი, რომელსაც ორივე გუნდში უთამაშია. იტალიელმა ტვიტერში მოკლედ მოჭრა – “ფიორენტინა” ფეხბურთს თამაშობს”! ასეც იყო, “ფიორენტინამ” ფეხბურთი ითამაშა და მინიმუმ არწაგება ნამდვილად დაიმსახურა.

ლუჩანო სპალეტი კი ცოტა გაცხარდა. უფრო სწორად ჟურნალისტების კითხვებს გაუბრაზდა. აი, სპალეტის მატჩისშემდგომი კომენტარი:

“რა გინდათ ჩემგან? – რა ვთქვა აღარ ვიცი. ჩემპიონატის დაწყებიდან 700-ჯერ გავეცი ამ კითხვას პასუხი და თქვენ 750-ედ მეკითხებით! ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რესურსი და ეს დედაჩემმაც კარგად იცის, რომელიც 80 წლისაა. დღეს რანოკია მოედანზე მხოლოდ იმიტომ იყო, რომ უბრალოდ სხვა არჩევანი არ მქონდა. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და ფრე ლოგიკური შედეგი გახლდათ”, - ბრძანა ლუჩანომ.

სადღაც სპალეტი მართალია. “ინტერს” არ ჰყავს ისეთი დაბალანსებული შემადგენლობა მთელი სეზონი რომ “გაუქაჩოს”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ნერაძურის” საწვავი გაუთავდა და დროზე ბოქსებში შესვლა სჭირდება.

...მეორე წრე კი ვერონაში დაიწყო, სადაც “კიევომ” და “უდინეზემ” გოლები გაცვალეს. რადოვანოვიჩის გოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა, ხოლო ტაიმის ბოლოს ტომოვიჩმაც გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში და მეორე ტაიმი გუნდებმა ბურთის გაუთავებელ აქეთ-იქეთ გორაობაში გალიეს.

“კიევო” – “უდინეზე” 1:1 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 10 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, ბანი, ტომოვიჩი, გობი; ბასტიენი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა (ლერისი 90); პუჩარელი (გარიტანო 76), სტეპინსკი (პელისიერი 68)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“უდინეზე” (3-5-1-1): ბიძარი; ნუიტინკი, დანილო, სამირი; ვიდმერი, ბარაკი, ფოფანა (ჰალფრედსონი 85), იანკტო, პეცელა (ლარსენი 87); დე პაული (პერიცა 76); ლასანია

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 1:0 რადოვანოვიჩი (9), 1:1 ტომოვიჩი (41, ა.გ)

გაფრთხილება: ბარაკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 7 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანიელე ჩიფი

“ფიორენტინა” – “ინტერი” 1:1 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 32 000

“ფიორენტინა” (4-3-3): სპორტიელო; ლაურინი, პეცელა, ასტორი, ბირაგი; ბენასი (ბაბაკარი 69), ბადელი, ვერეტუ (ჟილ დიასი 86); კიეზა, სიმეონე, ტერო (ეისერიჩი 62)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კანსელო (კანდრევა 82), რანოკია (ნაგატომო 75), შკრინიარი, სანტონი; ვესინო, გალიარდინი; ჟოაო მარიო (დალბერტი 65), ბორხა ვალერო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 იკარდი (55), 1:1 სიმეონე (90)

გაფრთხილება: ვერეტუ (55), ასტორი (87) – ბორხა ვალერო (11), რანოკია (28), იკარდი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (6) – 13 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164492