ფეხბურთი

22:36 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაჟამაშვილი "დილას" ფეხბურთელია

“სამტრედიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დავით რაჟამაშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. “დილას” ვებგვერდის ინფორმაციით, რაჟამაშვილი გუნდში დამდეგ სეზონს გაატარებს.

რაჟამაშვილს “დილაში” ადრეც უთამაშია 2010-2012 და 2014 წელს. რაც შეეხება “სამტრედიას”, 29 წლის ნახევარმცველი იმერულ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა და 2016 წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 34 მატჩში რაჟამაშვილმა 8 გოლი გაიტანა და 11-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112088