კალათბურთი

17:57 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ წელი MVP-ით დაასრულა

2017 წელი მარცხით დაასრულა ესპანურმა „ბასკონიამ“, რომელიც ლიგა ენდესას მე-14 ტურში სტუმრად „მურსიასთან“ ვერაფერს გახდა. ვიტორიელებს შეეძლოთ რომ მოეგოთ აღნიშნული შეხვედრა, მაგრამ დასკვნითი მეოთხედი ჩააგდეს, რაც წაგების ფასად დაუჯდათ (67:78)

მიუხედავად „ბასკონიას“ მარცხისა, გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. მართალია, თორნიკემ უკეთეს მატჩებსაც შეგვაჩვია, მაგრამ ფაქტია, მოედანზე დღესაც საუკეთესო იყო. ქართველმა 29:46 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გაახერხა.

8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და შესაბამისად, MVP შენგელია გახდა. გარდა ამისა, სტუმართა ქართველი კაპიტანი ყველაზე შედეგიანიც იყო პარკეტზე (17 ქულით).

„ბასკონიას“ 13 თამაშში 8 მოგების წილ 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია უკავია. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში 3 იანვარს, „რეალს“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117625