ფეხბურთი

0:18 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლიმ" მჭედლიძე შვებულებაში თანმხლები პირით გაუშვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე განაგრძობს სპეციალურ აღდგენით კურსებს. ტოსკანურმა გუნდმა 8 იანვრამდე ფეხბურთელები შვებულებაში გაუშვა და მათ შორის მჭედლიძეც, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, თუმცა თანხმლები პირით.

როგორც ინტერნეტპორტალი Empolichannel.it-ი იტყობინება, 27 წლის ჩვენებურს შვებულებაში გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ფრანჩესკო ჩინიჩი გამოჰყვა, რომლის მეთვალყურეობითაც უკვე თბილისში გააგრძელებს აღდგენით კურსებს, ხოლო 8 იანვრას, მასთან ერთად იტალიაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ლევანმა ტრავმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს. ბოლო პერიოდში ქართველი ფორვარდი გამოკვლევებს ბარსელონაში იტარებდა. იტალიური მედიის ცნობით, მჭედლიძის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება.

0.101372