ფეხბურთი

14:45 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს

დიმიტრი ტატანაშვილი საჩხერის "ჩიხურადან" თბილისის "საბურთალოში" გადავიდა. 34 წლის ფორვარდმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის "ასიანთა კლუბის" წევრია. საქართველოს ჩემპიონატში 106 გოლი აქვს გატანილი.

ტატანაშვილი თამაშობდა თბილისის "ვალენსიაში", თბილისის "სპარტაკსა" და "ამერში", ჩეხურ "პლზენსა" და "კლადნოში", უკრაინულ ზაპოროჟიეს "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგში", "ზესტაფონში", ბათუმის "დინამოში", ბოლნისის "სიონსა" და "ჩიხურაში".

"ტატანას" საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლიც გაიტანა: 2007 წელს აზერბაიჯანთან - 1:1.

0.110332