კალათბურთი

12:17 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” 27-დან სამი სამქულიანი ჩააგდო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცამეტი შეხვედრა გაიმართა.

“გოლდენ სტეიტი” შინ მოულოდნელად “დენვერთან” 81:96 დამარცხდა. “მეომრებმა” 2014 წლის შემდეგ სამქულიანების ყველაზე ცუდი პროცენტი დააფიქსირეს. ოკლენდელებმა 27-დან მხოლოდ სამი სამქულიანი ჩააგდეს. კევინ დურანტმს 5-ჯერ ისროლა პერიმეტრიდან და ყველა ააცილა, ხოლო კლეი ტომპსონმა 10 სამქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი ტრავმების გამო გუნდს ისევ ვერ დაეხმარნენ.

“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო” 117:92 დაამარცხა. მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კელტებმა” 38:18 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. “ბოსტონი” 27 მოგებით და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

“საკრამენტო” შინ “სან ანტონიოსთან” 99:108 დამარცხდა. მატჩში გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 29:16 მოიგეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 29 ქულა, 10 მოხსნა. “სან ანტონიო” 23 მოგებით და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

“ტორონტო” – “ფილადელფია” 102:86 (27:27, 28:19, 26:17, 21:23)

https://www.youtube.com/watch?v=xee2Fg_NXVA

“შარლოტ ჰორნეტსი” – “მილოუკი” 111:106 (24:23, 29:31, 28:31, 30:21)

https://www.youtube.com/watch?v=iMuEqDaSgHE

“ინდიანა” – “ბრუკლინი” 123:119 (21:28, 20:29, 39:24, 31:30 ო.ტ. 12:8)

https://www.youtube.com/watch?v=NoxUWe_cujg

“ვაშინგტონი” – “ორლანდო” 130:103 (37:29, 35:19, 28:35, 30:20)

https://www.youtube.com/watch?v=9uQNorCR6no

“ატლანტა” – “დალასი” 112:107 (25:25, 23:28, 31:27, 33:27)

https://www.youtube.com/watch?v=_5OAzLYQN_U

“ბოსტონი” – “ჩიკაგო” 117:92 (33:31, 27:27, 38:18, 19:16)

https://www.youtube.com/watch?v=TZDiyglghwM

“მემფისი” – “კლიპერსი” 115:112 (30:33, 33:26, 27:22, 25:31)

https://www.youtube.com/watch?v=H-u5YH_DiB0

“მაიამი” – “ნიუ ორლეანი” 94:109 (28:27, 25:29, 16:27, 25:26)

https://www.youtube.com/watch?v=YLBdrQglJWw

“იუტა” – “ოკლაჰომა” 89:103 (22:28, 21:19, 21:19, 25:27)

https://www.youtube.com/watch?v=nrHLmS8m2GU

“გოლდენ სტეიტი” – “დენვერი” 81:96 (20:22, 21:31, 21:20, 19:23)

https://www.youtube.com/watch?v=_Hvf9GALF88

“ფინიქსი” – “მინესოტა” 106:115 (24:33, 19:31, 37:22, 26:29)

https://www.youtube.com/watch?v=gOG3XqJHKd4

“ლეიკერსი” – “პორტლენდი” 92:95 (24:17, 25:27, 21:26, 22:25)

https://www.youtube.com/watch?v=wtSQixKilyQ

“საკრამენტო” – “სან ანტონიო” 99:108 (33:33, 16:29, 27:22, 23:24)

https://www.youtube.com/watch?v=1laRpPaqlnE


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11288