ფეხბურთი

10:39 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ბარსელონა" ფავორიტი არაა"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე “ელ კლასიკოს” წინ კომენტარს აკეთებს. როგორც “ბლაუგრანას” თავკაცმა აღნიშნა, მისი გუნდი ფავორიტი არაა, რადგან “რეალი” ძალიან ძლიერი მეტოქეა.

გარდა ამისა, ვალვერდე დარწმუნებულია, რომ “ბარსას” ჩემპიონის ტიტულისთვის რთული და გრძელი გზის გავლა მოუწევს.

“ბარსელონა” ფავორიტი არაა. ასეთ თამაშებში სატურნირო ცხრილი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. დღევანდელი “რეალი” ძალიან ძლიერია და მთელი თამაშის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ჩვენ მოედანზე გავალთ გამარჯვების ფიქრებით. გვინდა, რომ წაუგებელი სერია გავაგრძელოთ და ამავდროულად კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ “ბარსელონას” სტილში.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ძალიან ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. თუმცა, რომც მოვიგოთ და ქულათა სხვაობა 14-მდე გაიზარდოს, დარწმუნებული ვარ, “რეალი” საჩემპიონო რბოლაში დარჩება, რადგან ჯერ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი”, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125129