ფეხბურთი

17:18 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სარდალიშვილი “ტორპედოში” ითამაშებს

25 წლის შემტევი ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.

როგორც საქართველოს ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბმა ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სარდალიშვილი ქუთაისელებს 3 იანვრიდან შეუერთდება და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

მიხეილ სარდალიშვილის კარიერის განმავლობაში “გაგრაში” და “ზესტაფონში” უთამაშია, 2015 წლიდან კი “ჩიხურას” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან საჩხერელთა მაისურით ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 4 გოლი გაიტანა და “ჩიხურასთან” ერთად თასის მფლობელი გახდა.

0.112764