კალათბურთი

14:49 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

„დელტა“ „მგზავრებისთვის“ მზად არის

23 დეკემბერს „დელტა“ „მგზავრებს“ შეხვდება. საინტერესო, პრინციპული ტესტი ორივე გუნდისთვის და „დელტა“ „მგზავრებზე“ „სოხუმთან“ მოგების შემდეგ გადის. 81:78 ბოლო ტურში. მეორე მოგება სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

„დელტას“ რამდენიმე ტრავმირებული ლიდერი აკლია, რამდენიმე დაბრუნდა. ორი თამაშის ამბებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ კანკია გველაპარაკება.

თ.კ: „სოხუმთან“ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, დიდი სხვაობით ვაგებდით და ბოლოში შევძელით წინ გასვლა და მოგება. ემოციური მოგება იყო. ემოციური და მნიშვნელოვანი. „მგზავრებთანაც“ არანაკლებ რთული თამაში გვაქვს. იგივე განწყობით, შემართებით თუ გავალთ მოედანზე, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მოგებას დავიმსახურებთ.“

ტრავმები?

თ.კ: „ვერ ითამაშებენ ჯიმ ბონდუმელი (9.7 ქულა, 5.2 მოხსნა, 2.5 პასი) და არტიომ შვეცი (11.4+7.8+1.9). ეს ცუდია. კარგია, რომ დაგვიბრუნდა სოსო ლეჟავა (2.6+1.4+1.7). იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და სოსო უკვე სრულფასოვნად შეძლებს დატვირთვას.“

„დელტა“-მგზავრების" მატჩი 18 საათზე დაიწყება.

"დელტას" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143712