ჩოგბურთი

13:59 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა და რაონიჩი აბუ დაბის ტურნირს გამოტოვებენ

სტანისლას ვავრინკა და მილოშ რაონიჩი აბუ დაბის ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებენ, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტურნირზე ამ ჩოგბურთელებს კევინ ანდერსონი და ანდრეი რუბლევი ჩაანაცვლებენ.

აბუ დაბის ტურნირი 28-30 დეკემბერს გაიმართება. მასში რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩიც მიიღებენ მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110902