ფეხბურთი

22:39 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიურლეს “დორტმუნდიდან” წასვლა სურს

27 წლის შემტევ ანდრე შიურლეს “დორტმუნდიდან” წასვლა სურს. მიზეზი ჩვეულებრივია: მცირე სათამაშო დრო.

მსოფლიოს ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა და ისიც, არასრულად, ჯამში მხოლოდ 225 წუთი. წინა სეზონშიც არ იყო განებივრებული – 15 მატჩი.

შიურლე, გიოტცე, როისი – ასეთი სამეული ჰყავს “დორტმუნდს”, მაგრამ რად გინდა, შიურლე ფორმაში არაა, როისს თითქმის სულ ტრავმა აქვს და გიოტცეც აღარაა ის გიოტცე, კლოპის “დორტმუნდში” რომ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111408