ფეხბურთი

15:49 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰერლიხის საოცარი სიმულანტობა (+VIDEO)

“ლევერკუზენმა” გერმანიის თასის მერვედფინალში 1:0 მოუგო “გლადბახს”. 74-ე წუთზე ლევერკუზენელთა მწვრთნელმა ჰაიკო ჰერლიხმა იშვიათ სიმულანტობას მიმართა, რაც ვიდეოზე კარგად ჩანს.

“გლადბახის” ფეხბურთელი დენის ზაქარია აუტის ჩაწოდებას ჩქარობდა, როცა ჰერლიხს ოდნავ შეეხო, მწვრთნელი კი ძირს ისე გაიშხლართა, თითქოს დენმა დაარტყაო.

ჰერლიხი კარგი თავდამსხმელი გახლდათ, “დორტმუნდსა” და გერმანიის ნაკრებში შედეგიანად თამაშობდა. სხვათა შორის, სანაკრებო დებიუტი 1995 წელს თბილისში ჰქონდა, როცა გერმანიამ 100 000 მაყურებლის თვალწინ 2:0 დაამარცხა საქართველო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109678