ფეხბურთი

15:14 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირესი ვენგერთან მუშაობაზე ოცნებობს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რობერ პირესი არსენ ვენგერის სამწვრთნელო შტაბში მუშაობის სურვილს გამოთქვამს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საფრანგეთის ტელევიზიაში ვმუშაობ და “არსენალის” ელჩის ფუნქციებსაც ვასრულებ, ყოფილ თანაგუნდელებთან თამაშს და ფორმის შენარჩუნებას ვახერხებ. ჩემი განრიგი საათების მიხედვით გაწერილია, მაგრამ ჩემი ოცნება და მიზანი “არსენალში” არსენ ვენგერთან ერთად მუშაობაა. მართალია ამ მხრივ ჯერჯერობით სიახლე არ მაქვს, თუმცა არსად მეჩქარება, ჩემ შანსს დაველოდები” - ამბობს 44 წლის პირესი, რომელიც ლონდონელთა რიგებში არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით 2000-2006 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113271