ფეხბურთი

21:10 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში

პოლონეთის ჩემპიონატის XXI ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, “ვისლას” შემტევი გიორგი მერებაშვილი და “პოგონის” მცველი ლაშა დვალი მოხვდნენ საუკეთესო 11-ეულში.

მერებაშვილის “ვისლამ” ლიდერი “ლეგია” სტუმრად (2:0) დაამარცხა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და პოლონეთის სახელოვან გუნდს არაერთი პრობლემა შეუქმნა.

რაც შეეხება დვალს – “პოგონმა”, რომელიც ბოლო ადგილზეა, შინ “არკა” (1:0) დაამარცხა და მასპინძლებმა გოლი რომ არ გაუშვეს, ლაშას დიდი წვლილი მიუძღვის.

აქვე გეტყვით, რომ მერებაშვილი ტურის სიმბოლურში მიმდინარე სეზონში მესამედ, ხოლო დვალი პირველად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110908