ფეხბურთი

17:29 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესი დასრულდა

2018 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესი დასრულდა. ლიცენზირებაქვემდებარე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ყველა კლუბმა მიიღო შესაბამისი ლიცენზია. ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ლიგა 2-ში დღევანდელი მონაცემებით ითამაშებენ: მარტვილის “მერანი”, ბათუმის “დინამო”, თბილისის “ვიტ ჯორჯია”, “გაგრა”, წყალტუბოს “სამგურალი”, ქობულეთის “შუქურა”, “ცხინვალი”, “თელავი”, თბილისის “შევარდენი” და “ნორჩი დინამო”.

ეროვნულ ლიგაში კი: ქუთაისის “ტორპედო”, თბილისის “დინამო”, “სამტრედია”, თბილისის “საბურთალო”, საჩხერის “ჩიხურა”, თბილისის "ლოკომოტივი", გორის “დილა”, ფოთის “კოლხეთი”, ბოლნისის “სიონი” და “რუსთავი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113246