ფეხბურთი

17:55 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძის “ეთნიკოსი” აღარ აგებს

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა ახნასის “ეთნიკოსმა” შინ 2:2 ითამაშა ნიქოზიის “ომონიასთან”. ჩიხრაძე გუნდში ახალი მისულია და ეს გუნდის ზედიზედ მეორე ფრეა.

ჯერ წაგებებს გადაეჩვივნენ, მაგრამ ვერც იგებენ. 16 ტურში, გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

“ეთნიკოსის” სასტარტოში იყო ნიკოლაი ყიფიანი (რუსეთის მოქალაქე) და 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ილურიძემ ბოლო 20 წუთი დაჰყო მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113402