ძიუდო

15:12 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამ ქართველს ფინალის საგზურს თითო მოგება აშორებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები: ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) სანქტ პეტერბურგში მიმდინარე მასტერსზე ოქროს მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას – წინასწარ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, სამივე ნახევარფინალშია.

ბექა ღვინიაშვილი ფინალის საგზურისთვის ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეჭიდება. ლიპარტელიანის მეტოქე უნგრელი მიკლოშ ცირიენიკსი იქნება, თუშიშვილი კი ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდება.

დღესვე, რუსულ ტატამზე ზებედა რეხვიაშვილიც (81 კგ) გავიდა, მაგრამ პრესტიჟულ ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112156