ფეხბურთი

11:23 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მიღწევები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე

ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "რეალმა" "გრემიო" კრიშტიანუ რონალდუს გოლის წყალობით (1:0) დაამარცხა და პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნული ტურნირის ზედიზედ ორ ფინალში გაიტანა. გასულ წელს რონალდუმ გადამწყვეტ მატჩში იაპონური "კასიმა ანტლერის" კარი სამჯერ აიღო.

პორტუგალიელის გარჯა მატჩის ორგანიზატორებს არ გამორჩათ და კრიშტიანუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რონალდუმ ასევე პელეს შედეგი გაიმეორა და საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა 1962 და 1963 წლებში "ბენფიკას" (5) და "მილანის" (2) კარი აიღო, თუმცა მაშინ ტურნირს საერთაშორისო თასის სახელი ერქვა და მხოლოდ კონმებოლის და უეფას მთავარი ტურნირების გამარჯვებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109966