ფეხბურთი

18:19 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

118 წლის წინ დაწყებული ისტორია

“ჯერ იყო ფეხბურთის თამაში, მერე “მილანი” მოვიდა და ამ მომენტიდან ყველაფერი შეიცვალა”, - წერდა 1989 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბუქარესტის “სტიაუასთან” (4:0) მოგებული მატჩის შემდეგ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ეკიპი”...

მაშინ იტალიურ გრანდს არიგო საკი წვრთნიდა, ხოლო მისი დირიჟორები ჰოლანდიური ტრიო, ვან ბასტენი-გულიტი-რაიკაარდი გახლდათ. საკისეულ “მილანზე” კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა world soccer-იც წერდა: “საუკეთესო გუნდი ფეხბურთის ისტორიაში”...

რა თქმა უნდა, მას შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა სპორტის ამ ლამაზ სახეობაში, მაგრამ ვისაც იმ დროინდელი ან თუნდაც შემდგომი პერიოდის “როსონერი” ახსოვს, დაგვეთანხმებიან, რომ ამ გუნდის გარეშე ფეხბურთი სხვანაირი იქნებოდა და არავინ იცის, რამდენად ნაკლები რაოდენობის გულშემატკივარი და თვალის მიმდევნებელი ეყოლებოდა...

იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსება XIX საუკუნის მიწურულს, 1899 წლის 16 დეკემბერს გადაწყვიტეს და მიზანი განხორციელებულიც იქნა. მას მერე, აგერ 118 წელმა განვლო და “მილანს” საფეხბურთო რუქაზე თავისი ნიშა გააჩნია. დრო იყო, მსოფლიოში პირველობას არავის უთმობდა და თანაც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.

ევროასპარეზზე მოგებული ტიტულებით კი მხოლოდ მადრიდის “რეალს” ჩამორჩება და რომ არა, ბოლო ხანებში ამ გუნდის ირგვლივ დამდგარი კრიზისი, იქნებ ამ კუთხით ისევ ლიდერი ყოფილიყო... განსაკუთრებით წარმატებული ხანა როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ, 80-იანი დასასრულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ედგა. იმ ხანად ჯერ არიგო საკის გაწვრთნილი გუნდი უგებდა ყველას და იგებდა ყველაფერს, შემდეგ უკვე ფაბიო კაპელოს. ორივე განსხვავებული მწვრთნელი, რომლებსაც ორი განსხვავებული “მილანი” ჰყავდათ – საკი უფრო შემტევ, ფეერიულ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას, კაპელო კი პრაგმატიზმზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა საკმარისი იყო “როსონერის” მეტოქის კარი აეღო, თამაშიც მოგებული გახლდათ... სხვათა შორის, ამ ე.წ. მოსაწყენი ფეხბურთის მიმდევარმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი თამაში აჩვენა და 1994 წელს, ათენში უპირობო ფავორტად შერაცხული კატალონიის “ბარსელონასგან” არაფერი დატოვა...

არადა, “მილანი” 80-იან წლებამდეც დიდი გუნდი იყო და ჩემპიონთა თასი პირველად ჯერ კიდევ 60-იან წლებში მოეგო. იმ “მილანის” მთავარი ფიგურა კი იმ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯანი რივერა გახლდათ... საკი-კაპელოს პერიოდი წარსულს რომ ჩაბარდა, “მილანი” თითქოს ოდნავ დასუსტდა, მარამ რთული პერიოდი XXI საუკუნის დასაწყისში დაძლია და ისევ ევროპულ მწვერვალზე ავიდა. თანაც, ორჯერ.. ეს სულ რამდენიმე წლის წინ ხდებოდა და იმ გუნდი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქართველი კახა კალაძეც გახლდათ, რომელიც ერთადერთი ჩვენებურია, ვისაც ლიგის თასი აღუმართავს – ორჯერ(!)...

დღეს “მილანის” დაბადების დღეა – 118 წლის წინ ფეხბურთის ისტორიის გალამაზებას დაედო სათავე...

თეგებიმილანი
იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.267623