ფეხბურთი

23:29 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გოლმა "კორონას" ქულა მოუტანა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში “კორონამ” საკუთარ მოედანზე “პიასტს” ვერ მოუგო. მეტიც, 89-ე წუთამდე აგებდა და რომ არა ნიკა კაჭარავა, უქულოდ დარჩებოდა.

ქართველმა ფორვარდმა კი მცველის შეცდომით ისარგებლა, რომელსაც მეკარის მიმართულებით გაკეთებული გადაცემა ჩაუჭრა და ერთი შეხებით შეაგდო. ეს კაჭარავას მეოთხე გოლი გამოდგა ექსტრაკლასაში.

რაც შეეხება “კორონას” – უკვე 4 თამაშია რაც არ მოუგია და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა. თუ ოთხი ტურის წინ მეორე იყო, ახლა მეშვიდე ადგილზე იმყოფება 31 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123063