პორტუგალიური “პორტუს” 36 წლის მეკარე იკერ კასილასი, შესაძლოა, ამერიკაში გადაბარგდეს, აღნიშნულ ინფორმაციას მარცა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტრანსფერი 2018 წლის იანვარში იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, კასილასს ამერიკის MLS-ის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს.
ესპანელი კიპერი 1999-2015 წლებში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, “პორტუში” კი 2015 წლიდან ირიცხება.