ფეხბურთი

13:47 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ ამერიკის თასი „ინდეპენდიენტემ“ მოიგო (+VIDEO)

სამხრეთ ამერიკის თასის მფლობელი არგენტინული „ინდეპენდიენტე“ გახდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა.

პირველ მატჩში არგენტინელები მასპინძლები იყვნენ და მეტოქე 2:1 დაამარცხეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ფრე 1:1 დაფიქსირდა. 29-ე წუთზე ლუკას პაკეტამ „ფლამენგო“ დააწინაურა, თუმცა 10 წუთში ესეკიელ ბარკომ თერმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

„ინდეპენდიენტემ“ სამხრეთ ამერიკის თასი ისტორიაში მეორედ მოიპოვა. არგენტინულმა კლუბმა პირველი ჯილდო 2010 წელს შემართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121631